14:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 13:41:53, 1051 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის ნატო-ში არგაწევრიანების შესახებ

უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის ნატო-ში არგაწევრიანების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

სიბიგას განცხადებით, უკრაინა რჩება პოზიციაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე დათმობაზე წასვლა. მისივე თქმით, მოკავშირე სახელმწიფოების კოლეგებს აცნობა კიევის პრინციპული პოზიცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რომლებსაც უკრაინა არ მიიღებს“, – განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის მოკლევადიანი მიზანი.

„ჯერ არ არის კონსენსუსი, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული სხვა ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის ვეტოსთან“, – განაცხადა სიბიგამ.

როგორც სიბიგა აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება სჭირდება არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ რეგიონს.

„ჩვენი უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური გზა, არის ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა სიბიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics