14:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 18:30:36, 547 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პატარებს მათი დღე მიულოცე

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პატარებს მათი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა, ლაღი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და აღზრდა-განვითარებისათვის“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics