19:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 09:27:34, 511 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 300-მდე პირი სერვისის მიმართულებით გადამზადდა

ბათუმში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგაზაფხულო ტრენინგები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები ბარმენებსა და დასუფთავსების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

„ბარმენები ყა­ვის მო­ხალ­ვი­სა და დაფ­ქვე­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ყა­ვის მან­ქა­ნებ­სა და მათ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, ექ­სპრე­სოს, კა­პუ­ჩი­ნო­სა და ლა­ტეს მომ­ზა­დე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სებს, ასე­ვე რძის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კას, ალ­კოჰო­ლი­ა­ნი ყა­ვის სა­ხე­ო­ბა­სა და მომ­ზა­დე­ბის წესს, ყა­ვის სა­ხე­ო­ბებ­სა და ჯი­შებს გა­ეც­ნენ. ტრე­ნინ­გის და­სას­რულს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თა­ვად მო­ამ­ზა­დეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ყავა და ლატე არ­ტის (კა­პუ­ჩი­ნოს ზე­და­პირ­ზე ხატ­ვა) ტექ­ნო­ლო­გი­ას და­ე­უფლნენ.

დასუფთავსების სამსახურის საერთაშორისო სტანდარტებს აპარტოტელების, დიდი და მცირე ზომის სასტუმროების თანამშრომლები გაეცნენ. თეორიული სწავლების დასასრულს მათ სასტუმრო ნომრების ბაზაზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. საგაზაფხულოს ტრენინგებისას დეპარტამენტმა ჯამში 300-მდე სექტორის წარმომადგენლის გადამზადება შეძლო. ტრენინგები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება სერვისის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ტრენინგი იგეგმება დამწყები გიდებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებისთვისაც, ასევე სპიკერების საჯარო ლექციები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics