00:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 10:04:14, 910 ნახვა

რეგიონი
ქედაში, სოფელ გეგელიძეებში ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი „ექო თოფუზი“ გაიმართა

ქედაში, სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში, ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი "ექო თოფუზი" გაიმართა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებაში ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული სტუდიის - "ანიმაციის დამამზადებელი საამქროსა" და ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

"ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნა თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმები, ასევე გაიმართა ანიმაციური ფილმწარმოების ინტერაქტიული "ვორქშოფი".

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის "კულტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამისპროგრამის" ფარგლებში გაიმართა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics