03:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 09:41:06, 450 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა იან ცზეჩმა პეკინში მიიწვია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილისა და  იან ცზეჩის შეხვედრა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–ჩინეთის  თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს. 

ამასთან, მხარეებმა განიხილეს ახალი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივები. ჩინურმა მხარემ თბილისში დაგეგმილი ახალი აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა. ჩინეთის სახელმწიფო მდივნის, იან ცზეჩის განცხადებით, აბრეშუმის გზის კონცეფციაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით ჩინეთს მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მზადდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ახლო მომავალში გაფორმდება.

გამოითქვა კმაყოფილება ორი ქვეყანის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა სავაჭრო–ეკონომიკურ თანამშრომლობას და ჩინეთიდან საქართველოში ინვესტირების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics