2021-07-28 20:57:18, 1128 ნახვა
კომენტარი
ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოდის
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ დღევადლ გადაწყვეტილებას საკუტარ ტვიტერი გვერდზე ეხმაურებ. ფონ კრამონის განცხადებით იგი ამჟამად კიევში იმყოფება და საქართველოში გამგზავრებას გეგმავს.
"საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირთან დადებულ 19 აპრილის შეთანხმებაზე აუქმებს საკუთარ ხელმოწერას"- აცხადებს ევროპარლამენტარი.
ფონ კრამონი სხვა განცხადებასაც ავრცელებს, ევროპარლამენტარი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ“, - აღნიშნავს იგი
ავტორი: ექსპრესნიუსი,