09:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 15:22:06, 933 ნახვა

სამხედრო
თანამებრძოლებმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენეს

ავღანეთში, მოწინავე ბაზა „ორბზე“ მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი კაპელანმა, მამა ზაზამ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში გადაიხადა.

ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების თანამებრძოლები დაესწრნენ.

IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

დღესვე, დაღუპული გმირების ოჯახებს თანამებრძოლებმა თავდაცვის მინისტრის სახელით თანაგრძნობის წერილები და გვირგვინები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics