21:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 11:43:31, 2447 ნახვა

სამართალი
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე კანდიდატებს ჭრიდა შემდეგ კი ახლობელთან აგზავნიდა და სარეგებს იღებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, დათხოვნილია უწყებიდან. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა – 1977 წელს დაბადებულმა დ.ი-მ, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.

ასევე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების: გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა. აღნიშნული გადაცდომის შედეგად მომსახურების სააგენტოს მიერ სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების, გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი – ,,სამსახურიდან დათხოვნა““, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics