09:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 11:22:28, 1132 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ ერწოში ახალი PAY Express მომსახურების ცენტრი გახსნა

„ლიბერთი ბანკმა“ თიანეთის რაიონში, ერწოს ზონაში, კერძოდ ხევსურთსოფელში  “პეი ექსპრეს” (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა.

ბანკის ინფორმაციით, ახალი ცენტრი 5,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. შედეგად, მომხმარებელს საბანკო მომსახურების მისაღებად შორ მანძილზე სიარული აღარ მოუწევს.

საბანკო მომსახურების გარდა, დღეიდან მომხმარებელს  სახელმწიფო ვაუჩერების განაღდების და  კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდის საშუალება ეძლევა.  

აღსანიშნავია, რომ 6 საშუალო სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები ხელფასის აღებას სწორედ ამ ფილიალში შეძლებენ.

საქართველოს მასშტაბით, „ლიბერთი ბანკს“ მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 629 მომსახურების წერტილს აერთიანებს. მათ შორის არის 274 პეი ექსპრეს (PAY Express) ცენტრი.

„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

 ამჟამად, „ლიბერთი ბანკი“ 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics