20:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:21:16, 1144 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში მრავალბინიანი სახლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის კერძოდ, ონარიის დასახლებაში მრავალბინიანი სახლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებით ამორტიზირებულ სახლებს შეეცვლებათ სახურავები, მოხდება ავარიული აივნების დემონტაჟი და ხის აივნები რკინის, თანამედროვე ტიპის მოაჯირებით შეიცვლება, ამასთანავე შეილესება და გალამაზდება ფასადი.

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 საერთო საცხოვრებელ სახლს უტარდება.

ონარიის დასახლებაში მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემადა მოეწყო რამდენიმე ერთეული ჭაბურღილი. მიმდინარე თვის ბოლოდან საერთო საცხოვრებლის მოსახლეობა განახლებულ კორპუსებში იცხოვრებს.

ონარიის დასახლებაში საერეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics