17:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 14:43:13, 1280 ნახვა

რეგიონი
სოფელ ჭახათში უფასო სამედიცინო მომსახურება 300-მდე პაციენტს გაეწია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის", სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" და შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის" ექიმებმა ერთობლივი უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივებს მომსახურება გაუწია: კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, პედიატრმა, უროლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები. მომსახურება გაეწია 300-დე პაციენტს.

აქციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.

ექიმებთან შეხვედრისას მინისტრმა განმარტა, რომ 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის შეიძინოს ავტომანქანები, რაც გაზრდის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და სოფლის ექიმის მობილობას.

უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics