15:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 17:55:17, 844 ნახვა

სამართალი
ია მეტრეველის განცხადებით, მას პატიმარი დაუკავშირდა და დაგეგმილ მკვლელობაზე ინფორმაცია მიაწოდა

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მსჯავრდებულის ახსნა–განმარტებას გამოეხმაურა, რომელიც ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა გაასაჯაროვა.
ია მეტრეველი აცხადებს, რომ ერთი წლის წინ პატიმარი მასაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, თუ როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა. 
მეტრეველის ინფორმაციით, მკვლელობის დაგეგმვაში ჩართული იყო კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და შსს–ს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. 
„მანქანის ნომერსაც ასახელებდა, რომლითაც ის, თუ არ ვცდები დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც დაუგეგმეს თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს. მაღაზიაში როდესაც შევიდოდი, შემომყვებოდა და ყაჩაღობის მიზნით შუბლზე იარაღს დამადებდა“, – აღნიშნა მეტრეველმა.
ცნობისთვის, დღეს ომბუდსმენმა ბრიფინგი გამართა, სადაც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მსჯავრდებულის ახსნა–განმარტება გაასაჯაროვა. 
ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ბრალდებული ამბობს, ფირცხალავამ მან ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცემდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics