07:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 18:57:51, 4261 ნახვა

კულტურა
თიბისი არტ გალერეა და ლისი დეველოპმენტი ერთობლივ პროექტს წარმოადგენენ

თიბისი არტ  გალერეა და ლისი დეველოპმენტი ერთობლივ პროექტს „ქართული მხატვრობა ლისზე“  წარმოადგენენ.  
ქართველი მხატვრების მიერ დანახული საოცნებო ადგილი - ახალი საცხოვრებელი სივრცე თბილისში, რომელიც იდეაში შეიძლება მხატვართა უბნადაც იქცეს.
პროექტში მხატვრების ჩართულობა ლისის საცხოვრებელი კომპლექსის განსაკუთრებულობამ განაპირობა.
მხატვრები თავიანთ ნამუშევრებში იმ ინსპირაციის შესახებ მოგვითხრობენ, რომელიც ამ სივრცეს მათთვის მიმზიდველს და გამორჩეულს ხდის. 
საქართველოში ამ პროექტს ანალოგი არ აქვს და თითოეული მხატვრული ნამუშევარიც თავისი ბუნებით უნიკალურია. 
პროექტში მონაწილეობა მიიღეს მხატვრებმა: ზურაბ ნიჟარაძე, თემო მაჭავარიანი, ბესიკ არბოლიშვილი, გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, ნოდარ ბადურაშვილი, კოკა ცხვედიანი, დიმა ანთაძე, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, თუთუ კილაძე, გიორგი გაგოშიძე, გიორგი მასხარაშვილი.
პროექტი „ქართული მხატვრობა ლისზე“  ლისი დეველოპმენტის პირველი ნაბიჯია ქართული არტის მხარდასაჭერად. 
აუქციონიდან შემოსული თანხა მოხმარდება კიდევ ერთ არტ პროექტს, რომლის მონაწილეები ქართველი მოქანდაკეები იქნებიან.
გამოფენა-აუქციონს არტ გალერეას და კომპანიის წარმომადგენლები, პროექტის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics