11:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 12:11:45, 9399 ნახვა

კულტურა
ევრონიუსის გადამღები ჯგური აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან  და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, ტურისტებისთვის მიმზიდველ და სწრაფად განვითარებად ქალაქზე გაკეთდება, რომელიც ზღვასთან ერთად მოგზაურებს მთის მრავალფეროვან და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს. 

ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა და მას 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს. ევრონიუსის გადამღები ჯგუფის რეგიონში მოგზაურობას წინ უძღოდა აჭარის ერთვიანი სატელევიზიო რეკლამა ევრონიუსზე, რომლის ფარგლებშიც ევრონიუსის მაყურებელი რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს ეცნობოდა. 

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics