13:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 13:52:44, 4739 ნახვა

სხვადასხვა
საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტრომ განუცხადა.

მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო, იმ პირებზე ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან   საავადმყოფო ფურცლის ტოლფას ცნობას გასცემს.

აღნიშნული დოკუმენტი დამსაქმებლებისთვის ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება და შესაბამისად დასაქმებულ ადამიანებს სრულად აუნაზღაურდებათ გაცდენილი სამუშაო დღეები.

ცნობის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@moh.gov.ge  მიმართოს.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განმარტებით, ცნობის გაცემა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მოხდება.

„მოგეხსენებათ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ხორციელდება  ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იგულისხმება, როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან ამ პირებს შორის არის ბევრი დასაქმებული და ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების  საფასური. სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცეთ ეს ცნობა“, - აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics