2015-07-05 10:24:29, 651 ნახვა
სამართალი
ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა ,რომ დაკავებულმა 4 ივლისს, ბათუმში,“6 მაისის“ პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან