15:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:28:55, 681 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა პაპაშვილი: პოლიტიკური ბატალიების გამო ჩვენი ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ

„პოლიტიკური ბატალიების გამო ჩვენი ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ“,-ასე გამოეხმაურა  ბიზნესმენი  კომპანია „რედიქსის“  დამფუძნებელი  ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილელებს.
მისივე თქმით, ჩამოყალიბებული ინსტიტუტების  ცვლილება  პოლიტიკური მიზნებით დაუშვებელია. 
„ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო,  პოლიტიკური ბატალიების გამო ჩვენი ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ.  საუბარი მაქვს უკვე ჩამოყალიბებულ ინსტიტუტებზე, სამინსტროებზე  და ეროვნულ ბანკზე. ჩვენთვის სულ ერთია რომელი ფრთა იქნება ეს. ორივე ხელისუფალია. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ დაფრთხნენ. ასეთი თამაშები ეკონომიკისადმი  მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებად  ქვეყანას  შეუქმნის პრობლემას და უმსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც დააზარალებს. როგორც ვიცი, აშშ-ში რესპუბლიკურ და  კონსერვატიულ პარტიებს შორის არსებობს არაოფიციალური  შეთანხმება, რომ ბიზნეს არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილბა და ხელისფლების ხშირი  ცვლა არ უნდა შეეხოს“,-განაცხადა პაპაშვილმა. 
„რედიქსის“  დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნესის  მიმართ გაკეთებული განცხადებები შეცდომაა. 
„ იმის თქმა, რომ ბიზნესი იმ ჩარჩოს უნდა მოერგოს, რომელსაც  პოლიტიკური სისტემა ქმნის ძალიან დიდი შეცდომაა. 25 წელია მსგავსი განცხადებები არ კეთდება, ამას არც სამოქალაქო ომის დროს მმართველი ხელისუფლება არ ამბობდა“,-განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics