2015-05-27 12:20:49, 643 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: საქსტატის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია
„საქსტატის მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებს იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქსტატის მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც უმუშევრობის მაჩვენებლები შემცირებულია.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
„ორი პროცენტული მუხლით შემცირდა ეს მაჩვენებელი და უმუშევრობა 12.4%–ია. ეს არის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს და რაზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით. მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებს იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია. მე იმედი მაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება. მე მესმის 12.4%–ის პრობლემები, რომლებსაც სამსახური არ აქვთ, მაგრამ ყველა პრობლემა ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან