11:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 11:33:36, 726 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისა და ზედამხედველობის კუთხით, მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს

"მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისა და ზედამხედველობის კუთხით, მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს",- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა.

მესტვირიშვილის თქმით, კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა მიმართულებით,  ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იქნება განხილული.

"ეს ანგარიში მოიცავს  2014 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, მათ შორის, თუ რა გაკეთდა  მონეტარული პოლიტიკის კუთხით,  რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, როგორ გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა, რა ხდებოდა ზედამხედველობის კუთხით. მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს ორივე მიმართულებით, ასევე, რა ხდებოდა ფინანსური ბაზრების კუთხით, ასევე საკითხები, რომელიც ანგარიშსწორებებსა და მონაცემთა დაცვის უსაფრთხოებას ეხება",-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

რაც შეეხება საბანკო სექტორში არსებულ რისკებს, მესტვირიშვილის განმარტებით, ამ კუთხით განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეროვნული ბანკის მიზანია, მათზე რეაგირება მოახდინოს.

ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშსს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში უსმენენ. ანგარიშს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე  არჩილ მესტვირიშვილი წარადგენს.

ორშაბათს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თავად ეროვნული ბანკის პრეზიდნეტი გიორგი ქადაგიძე წარდგება და 2014 წლის ანგარიშს განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics