|
2018-03-26 13:41:20, 3570 ნახვა
კულტურა
19 ივლისს, „Black Sea Arena“-ზე ქართველი მსმენელის წინაშე რობერტ პლანტი წარდგება
შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ამის შესახებ თბილისის „ივენთ ჰოლში", „თიბისი სტატუსისა" და კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის" 2018 წლის ერთობლივი მუსიკალური პროექტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა და „ისთერნ პრომოუშენსის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ დაგეგმილი ფესტივალებისა და ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია" როკის ლეგენდა რობერტ პლანტი, რომელიც ქართველი მსმენელის წინაშე 19 ივლისს, „Black Sea Arena“-ზე წარდგება. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტების ნაწილი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, ასევე არიან - “Trombone Shorty“, რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, ქრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვა. შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალის ბილეთები რამდენიმე ეტაპად გაიყიდება - 2 აპრილს, 09:00 საათზე დაიწყება ფესტივალის ბილეთებისა და აბონიმენტების პირველი ნაწილის (კალათის) გაყიდვა. ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება; ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ TKT.GE-ზე. შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება. რიგით, მე-2 ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti” კი ლოპოტასა და წინანდალში, 21-23 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალში წელსაც, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. „Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება. „Jazz & Wine Kakheti”-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti” “Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)