20:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 10:54:00, 860 ნახვა

პოლიტიკა
ავთანდილ ბერიძე: აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა საჭირო

„აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა მისაღები და საჭირო“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრებთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში იმაზე კარგი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება, ვიდრე ეს ბათუმის სანაპიროზეა.

„აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა მისაღები და საჭირო, იმიტომ, რომ აჭარა კურორტული ზონაა. საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება და ის უფრო დიდი და კარგი იქნება, ვიდრე სანაპიროზე აშენებული შენობა“, - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

ავთანდილ ბერიძემ არ დაასახელა თუ რა თემებთან დაკავშირებით შეხვდება ის მინისტრთა კაბინეტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics