16:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:19:39, 526 ნახვა

სამართალი
შსს-მ ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ლევან წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, პეკინის ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 9,04 გრ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული „ბიო“ ლევან წ-მ ინტერნეტით საზღვარგარეთიდან გამოიწერა.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსრ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics