|
2015-03-27 13:21:02, 433 ნახვა
საზოგადოება
ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა პატიმარ ქალებს უმღერა
ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტი ოლემიკ ტომესენი სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიელმა სტუმრებმა ქალთა დაწესებულებაში ოსლოს დაიშმანის მუნიციპალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოწყობილი ბიბლიოთეკა მოინახულეს. ოლემიკ ტომესენი დაწესებულებაში მისთვის საგანგებოდ გამართულ კონცერტსაც დაესწრო, რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა უკვე წლებია ნორვეგიის სამეფოს მთავრობასთან თანამშრომლობს. „მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაიზარება, რომელიც ნორვეგიას სასჯელაღსრულების სისტემის მართვის კუთხით გააჩნია. ის ცნობილია თავისი ლიბერალური და დემოკრატიული პენიტენციური სისტემით, მას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია განვითარებული ქვეყნების სასჯელაღსრულების სისტემებს შორის. მაშინ, როდესაც ჩვენი სამინისტრო ინსტიტუციურ რეფორმას ახორციელებს, დროულია მსგავსი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. მინდა, მადლობა გადავუხადო ნორვეგიის მთავრობას გაწეული თანადგომისთვის. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოსლოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკას იმისთვის, რომ ამ დაწესებულებაში მაღალი სტანდარტების ბიბლიოთეკის შექმნაში დაგვეხმარა. იმედს გამოვთქვამ, რომ თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება“, -აღნიშნა გიორგი მღებრიშილმა. კონცერტის დასასრულს ნორვეგიის პარლამენტის პრეზიდენტმა ქალბატონებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ნორვეგიული ხალხური სიმღერა შეასრულა, რომელიც მსჯავრდებულ და ბრალდებულ ქალებს მიუძღვნა. ოლემიკ ტომესენმა საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. „ეს ბიბლიოთეკა ნორვეგიის მხარდაჭერით მოეწყო. მე დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა მომავალში უფრო გაძლიერდება. ამ წელს ნორვეგია თავის დაფინანსებას საქართველოსთვის 50%-ით ზრდის და შესაძლოა, მსგავი პროექტები ერთად კიდევ განვახორციელოთ“, - აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა. ოლემიკ ტომესენი საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ტომესენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას შორის თანამშრომლობა 2004 წელს დაიწყო. NORLAG-მა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად განახორციელა უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიცაა: ქალთა N 5 დაწესებულების ბიბლიოთეკის მოწყობა, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი პროგრამების შემუშავება, გაიხსნა საგანმანათლებლო სახლები (პატიმართა რეაბილიტაციისა და პროფესიული განვითარების მიზნით) და დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლი ქალთა N 5 დაწესებულებაში.
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)