12:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 19:39:52, 819 ნახვა

ეკონომიკა
ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“–სთვის ბიუჯეტიდან 10 000 000 ლარი გამოიყო

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“–სთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათი მილიონი ლარი გამოიყო. 

აღნიშნულს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულება ითვალისწინებს, რომელიც პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერაა ხელმოწერილი. 
განკარგულების თანახმად, ათი მილიონი „თბილისი 2015“–ის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ დააფინანსებს. 

ათი მილიონიდან 7 561 000 ლარი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა და  სამშენებლო, სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შესაბამისი აღჭურვისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსდება. 

2 439 000 ლარი კი,  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, რითაც ოფიციალური ფესტივალის გახსნა–დახურვის ცერემონიალი ნაწილობრივ დაფინანსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics