2016-11-22 16:16:00, 1842 ნახვა
სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: “რუსთავი2“-ის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის საინტერესო არ არის
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის „რუსთავი2“-ის და მისი მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში საინტერესო არ არის.
წულუკიანის განმარტებით, მისთვის საინტერესოა ის, რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და რომ დღევანდელი მთავრობა არც ერთ მედია არხს არ გააკონტროლებს:
„“რუსთავი2“-ის მომავალი სასამართლოში, ისევე როგორც „რუსთავი2“-ის მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის არ არის საინტერესო, არც ამ დავის გამოსავალია ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესო ისაა, რომ ამდენი, თითქმის 15-მდე კამერა და მედია დგას დღეს აქ, რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და რომ ეს მთავრობა როგორც წარსულში, ისე მომავალში, არასდროს არც ერთ მედია არხს არ გააკონტროლებს, ეს არის ჩემთვის მთავარი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან