05:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 15:51:10, 491 ნახვა

საზოგადოება
ყრუ და სმენადაქვეითებულებს შესაძლებლობა ექნებათ გადაუდებელი დახმარება SMS -ის, ან ვიდეოზარის საშუალებით გამოიძახონ

„გისმენთ და გვესმის" არის 112 სერვისების, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის და გაეროს განვითარების პროგრამის ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის გადაუდებელი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას.
112-ზე წლიურად დაახლოებით 8 მილიონი ზარი შედის სხვადასხვა მიზეზით. მალე, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიძახონ გადაუდებელი დახმარება მოკლე ტექსტური შეტყობინების, ან ვიდეო ზარის საშუალებით. ინოვაციური სერვისების ლაბორატორია 112 ახალი სერვისების დანერგვის პროცესში იდეის გაჩენისთანავე იყო ჩართული და მონაწილეობდა სერვისის დიზაინის შექმნაში. მას შემდეგ, რაც 112-ის ჯგუფმა შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, ინოვაციური სერვისების ლაბორატორია კვლავ ჩაერთო პროცესში, ახლა უკვე პროტოტიპის (პროგრამის) ტესტირების და მომხმარებლების გამოცდილების შესწავლის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლის საჭიროებაზე და მოლოდინზე მაქსიმალურად მორგებული სერვისის შექმნა.
ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან უშუალო თანამშრომლობითა და პარტნიორობით, სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის, გაეროს განვითარების პროგრამისა და 112 თანამშრომლები შშმ პირების ჩართულობით კიდევ ერთხელ ამოწმებენ შექმნილი პროგრამის გამართულობას და ფუნქციონალს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics