11:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 16:44:07, 832 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარი ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში გამყარებულია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის, ლარის  დოლართან მიმართებაში გაუფასურება კი საერთაშორისო „შოკებით“ არის გამოწვეული.

ამის შესახებ  ხადურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია,  ის  ევროსთან  და ყველა ძირითად სავაჭრო ვალუტასთან მიმართებაში გამყარებულია.

„ქვეყანა არანაირ კრიზისში არ არის,  არც სავალუტო კრიზისში. ის რაც ლართან მიმართებაში მოხდა არამარტო  ქართველი, არამედ უცხოელი ექსპერტების პოზიციაა, რომ ეს დიდწილად გამოწვეული იყო საერთაშორისო „შოკებით“. მიუხედავად იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია, ის ევროსთან და ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში გამყარებულია. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი ვისაუბროთ, რომ ახლა არის კრიზისული მდგომარეობა“,-აღნიშნა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics