10:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 17:43:55, 1422 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი: საყდრისის საქმეში ივანიშვილის პირადი ინტერესი ცხადია

საპარლამენტო უმცირესობის სერგო რატიანის შეფასებით, საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით  ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი ცხადია. 
მისივე თქმით, მთავრობამ, რომელიც ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვერ რეაგირებს, საყდრისის ნგრევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღო. 
„ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი ცხადია, რადგან მთავრობა, რომელიც ვერ რეაგირებს ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ერთ დღეში მიიღეს გადაწყვეტილება და მეორე დღეს დაინგრა საყდრისი“, – აღნიშნა რატიანმა. 
 ამასთან,  საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის დავით ეფრემიძის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებები „ტერორისტული აქტია“, რაც კულტურულ მემკვიდრეობას აზარალებს. 
ეფრემიძის თქმით,  აუცილებელია, პარლამენტში საყდრისის საგამოძიებო კომიტეტი შეიქმნას. 
ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს ბრძანებით საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამის საფუძველზე კი, საყდრისში კომპანია „არ–ემ–ჯი გოლდმა“ სამუშაოები განაახლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics