12:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 14:28:10, 690 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი  უკრაინელ კოლეგას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსხახურის ინფორმაციით, უკრაინის არმიის გენერალ ვიქტორ მუჟენკოსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი სწავლებების ჩატარებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბრის ერთ-ერთი თემა დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია იყო. უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი 34-მა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა სტეფან პოლტორაკმაც უმასპინძლა. შეხვედრაზე გენერლებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მიიწვია.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ასევე, ესტუმრა ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტსა და ჟიტომირის სამხედრო ინსტიტუტს.

კიევის შემდეგ გენერალ-მაიორი კაპანაძე ლვოვს ესტუმრა, სადაც სამხედრო სწავლებას „Rapid Trident 2016“ -ის მიმდინარეობას გაეცნო. გამოჩენილ ვიზიტორთა დღეს, სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის, საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში 13 ქვეყნის (უკრაინა, აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ლიტვა, თურქეთი, რუმინეთი, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი, ნორვეგია და შვედეთი) 1800-ზე მეტი, მათ შორის 8 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ლვოვში ვიზიტისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი სახმელეთო აკადემიასაც ესტუმრა, სადაც აკადემიის რექტორმა უმასპინძლა.


 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics