14:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 11:36:41, 1028 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების გადაწყვეტილება აშშ-ში 99%-თ მზადაა

„უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებში 99%-ით მზად არის“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით,  ამერიკის შეერთებულ შტატებთან  მჭიდრო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  
„მთავარია ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა აშშ-მა უკრაინა თავდაცვითი იარაღით მოამარაგოს.  უკრაინისთვის  იარაღის მიღება უძლიერესი ნიშანი  იქნება იმისა, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ და რუსეთის აგრესიას შევაჩერებთ.  თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი  მთელი აღმოსავლეთის დაპყრობას  და კიევის მთავრობის დაშლას შეეცდება. ამიტომ, ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უკრაინას შეიარაღება და საკუთარი საზღვრების დაცვა სჭირდება“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics