2016-04-15 17:26:51, 1171 ნახვა
მსოფლიო
ბოლო ინფორმაციით, იაპონიაში მიწისძვრას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი დაშავდა
იაპონელმა მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან 8 თვის ბავშვი ამოიყვანეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ჩვილმა ნანგრევებში თითქმის 24 საათი გატარა. ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო ინფორმაციით 9 ადამიანია დაღუპული, 1000-ზე მეტი კი დაშავდა. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კიუსიუზე გუშინ დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, თუმცა ოფიციალური პირების ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურები არ დაზიანებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან