02:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 13:16:14, 1779 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო უწყებამ ლვოვის ოლქზე ორეშნიკის სარაკეტო დარტყმას გლობალური საფრთხე უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლვოვის ოლქზე ორეშნიკის სარაკეტო დარტყმას „გლობალური საფრთხე“ უწოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიხამ განაცხადა, რომ უკრაინა ამ სახიფათო დარტყმის დეტალებს აცნობებს შეერთებულ შტატებს, ევროპელ პარტნიორებს, ასევე ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას. გარდა ამისა, კიევი აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოს, უკრაინა-ნატოს საბჭოს სასწრაფო სხდომის და ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში საპასუხო ზომების ინიცირებას.

სიბიხამ ასევე აბსურდული უწოდა დარტყმის ახსნა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე განხორციელებული ყალბი თავდასხმის საპასუხოდ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საშუალო რადიუსის რაკეტა გამოიყენა ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან ახლოს „საკუთარი ჰალუცინაციების“ საპასუხოდ, რაც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics