12:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 11:27:00, 2229 ნახვა

სამართალი
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე წაყანებულ ბრალს არ ეთანხმება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება. 

ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, 10 ათასი ლარის გირაო მოითხოვა.

ჩემზე არც მოდავე არაა არავინ, ხელსაც არავინ არ მადებს და არც მოწმეებთან მქონია კონტაქტი, არადა ვიცოდი ვინ იყვნენ იმიტომ რომ დაკითხვის დროს საგამოძიებო უწყებაში მითხრეს. პირიქით სახლში ვიჯექი და თავს ვარიდებდი გარეთ გასვლასაც, გამომძიებელთანაც სულ კონტაქტი მქონდა", - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ. 

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. 

უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics