2016-03-17 13:12:52, 1148 ნახვა
მსოფლიო
დაღესტანში ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვისთვის 3 ბოევიკი დააკავეს
დაღესტანში სამართალდამცველებმა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი 3 ბოევიკი დააკავეს, - ამის შესახებ Interfax იტყობინება.
როგორც სააგენტო იუწყება, მათ დაკავებისას თვითნაკეთი ბომბები აღმოაჩნდათ. ეჭვმიტანილები დაღესტანში, კერძოდ კი ჰასავიურტის დასახლებაში დააკავეს. დაკითხვის დროს, დაკავებულებმა სამართალდამცველებს იმ ადგილის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც თითქმის 1 ტონა ასაფეთქებლები ჰქონდათ შენახული.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები მათ გამოყენებას ტერაქტის მოსაწყობათ აპირებდნენ.
მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში სკოლის მახლობლად იყო შენახული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან