12:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 21:21:29, 1005 ნახვა

რეგიონი
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან რუსული სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, რუსული სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. 

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ. 

ახალი გზა ადგილობრივების ბაღებსა და სახნავ-სათეს მიწებზე გადის, რომელიც სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებლებმა 2 წლის წინ მცოცავი ოკუპაციის დროს დაკარგეს. მთა-გორიანი ზედაპირისა და გამწვანების ადგილების გასწორება რუსული სამშენებლო ტექნიკით უკვე განხორციელებულია.

სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics