11:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 20:12:32, 1395 ნახვა

სხვადასხვა
საპატრიარქო: სასულიერო პირები ქუჩაში შეგროვილ თანხებს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ

საქართველოს საპატრიარქო საჯარო თავშეყრის ადგილებში სასულიერო პირების მხრიდან თანხის  მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ პატრიარქის ბრძანებით, არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას. 
საპატრიარქო საზოგადოებას ურჩევს,  გადაამოწმონ, თანხა მიდის თუ არა დანიშნულების ადგილზე, რადგან ეკლესიის სახელით მოტყუება მათი ინფორმაციით,  ამ შემთხვევებშიც მოხდა.
"ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით, ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების, ან სასულიერო პირების მიერ ფულის შეგროვება ქუჩებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც წესი, ძირითადად ამას აკეთებენ ისეთი პირები, რომელთაც ეკლესიისგან ასეთი კურთხევა არა აქვთ, ან საერთოდაც, არ არიან სასულიერო პირები და ისინი თანხას სინამდვილეში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ. საქართველოს საპატრიარქომ ადრეც გააფრთხილა საზოგადოება და ახლაც აფრთხილებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ბრძანებით, არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას. რაც შეეხება ყულაბებს, რომელიც ხშირად გვხვდება სხვა და სხვა დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და კოლექტივის გადასაწყვეტია, დაეხმარებიან თუ არა ვინმეს, ან თუნდაც ეკლესიას, ოღონდ თუ ეს ეკლესიის მშენებლობის ან მონასტრის შეწევნის მიზნით ხდება, ვურჩევთ მათ, გადაამოწმონ, თანხა მიდის თუ არა დანიშნულების ადგილზე, რადგან ეკლესიის სახელით მოტყუების ფაქტებს ამ შემთხვევებშიც ჰქონდა ადგილი", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics