2022-04-10 12:27:08, 2211 ნახვა
სხვადასხვა
ჯონსონმა კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს, ვარშავიდან მარატებლით იმგზავრა - ვიდეო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაამხილა საიდუმლო, თუ როგორ ჩავიდა კიევში მოულოდნელი ვიზიტით.
„მე ვზივარ ფანტასტიკურ „უკრზალიზნიცის“ მატარებელში პოლონეთიდან კიევში. მე უბრალოდ მსურდა ჩემი ღრმა მადლიერება გამოვხატო თქვენ - რკინიგზის მთელ გუნდს - იმისთვის, რასაც აკეთებთ.
გავიგე, რომ აქ „რკინის ხალხს“ გეძახიან. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია თქვენს სარკინიგზო ინდუსტრიასთან, მაგრამ ამავე დროს ის ასახავს თქვენს სულს, ნამდვილ უკრაინულ სულს, რომელსაც უკრაინელები აჩვენებენ რუსეთის საშინელ აგრესიას წინააღმდეგობის გაწევისას“, - თქვა ჯონსონმა.
მან ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა კრამატორსკში რკინიგზის მუშაკების დაღუპვისა და დაჭრის გამო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,