2022-03-30 02:12:14, 1196 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში დროებითი სამხედრო ბანაკი აფეთქდა - ოფიციალური ცნობით, ადამიანური ფაქტორია
რუსული მედიის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში დროებით სამხედრო ბანაკზე სარაკეტო იერში მიიტანეს. რუსული პროპაგანდისტული მედია TASS აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, შეტევა უკრაინის მხრიდან განხორციელდა.
რუსული მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობდა. მშვიდობიანი მოსახლეობა კი მომხდარის შედეგად არ დაშავებულა.
მოგვიანებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით, Ria იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, დროებით სამხედრო ბანაკში აფეთების მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა.
უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. „ტელეგრამ“ არხებში კი ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,