2021-08-03 11:49:58, 1357 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების შემოღება არ არის გათვალისწინებული
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში დამატებითი რეგულაციებისა და აკრძალვების შემოღება არ იგეგმება.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო იმყოფება პიკში, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, მდგომარეობით, დამატებითი რეგუალციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული. თუმცა ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, რომელსაც ჩვენ პროგნოზებს ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიდან, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან