10:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-14 16:04:44, 1714 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება

ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება -თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, პარტია ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მის მოსაგვარებლად ეს დრო საკმარისი იქნება. დემოგრაფიულ პრობლემებსა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს [...] ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა, პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ამ ტენდენციებს ჩვენი გადაწყვეტილებით ვუწყობთ ხელს. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანების შეზღუდვით, რამაც ავტომობილები უკვე გააძვირა [...] ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად იმატებს. - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics