17:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 21:04:42, 3881 ნახვა

Lifestyle
მეცნიერებმა ლეონარდო და ვინჩის შესახებ მორიგი აღმოჩენა გააკეთეს

ფლორენციაში მდებარე უფიცის გალერეის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ლეონარდო და ვინჩი ამბიდექსტრი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ორივე ხელით წერა და ხატვა თანაბრად შეეძლო. იშვიათ შემთხვევებში ამბიდექსტრ ადამიანებს ერთდროულად ორივე ხელით სხვადასხვა წინადადებების წერა შეუძლიათ, მაგრამ და ვინჩის შემთხვევაში ამის შესახებ მეცნიერები არ საუბრობენ. 

მეცნიერებმა და ვინჩის ერთ ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარი სახელწოდებით "არნოს პეიზაჟი" შეისწავლეს. ეს ნამუშევარი 1473 წლით არის დათარიღებული, მხატვარი მაშინ 21 წლის იყო. ნამუშევრის უკანა მხარეს და ვინჩის მიერ დაწერილი წინადადების ანალიზის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტექსტის ერთი ნაწილი მარჯვენა, ხოლო მეორე მარცხენა ხელით არის დაწერილი. 
აქამდე ცნობილი იყო, რომ ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო და ე.წ სარკისებრივ წერის სტილს იყო მიჩვეული, მაგრამ ახალი აღმოჩენა დასტურია იმისა, რომ ის ორივე ხელით წერდა და ხატავდა.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics