10:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 17:01:59, 1014 ნახვა

მსოფლიო
სააკიანის და ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი სომხეთის საგარეო უწყებაში მივიდა

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი თენგიზ შარმანაშვილი სომხეთის საგარეო უწყებაში მივიდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უწყებაში მოგვიანებით გაკეთდება.

ცნობისთვის, ოსურმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სააკიანმა და ბიბილოვმა სომხეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს.

მოგვიანებით, სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახურმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა, როგორც პრესსამსახურის უფროსმა არსენ ბაბაიანმა განაცხადა, შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა.

 „სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა კერძო ხასიათს ატარებდა. არანაირი ოფიციალური საკითხი არ განხილულა. ორი პირის კერძო შეხვედრა პოლიტიკურ პოზიციებზე ვერ იმოქმედებს“, - განაცხადა ბაბაიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics