2016-06-07 15:55:09, 1024 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მობილური ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროცესს დაესწრნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდა, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00-დან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ასევე დღეს აჭარის რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს C ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტი ჩაიტაროს.
მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე იფუნქციონირებს, ხოლო მომავალში სეზონურად საკურორტო ზონებში განთავსდება.
ფოტო რეპორტაჟი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან