10:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-25 23:38:06, 994 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მორალური თვალსაზრისით, [ოპოზიციას] არ ჰქონდა მყარი უფლება, ყოფილიყო სამებაში

თული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სათავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში სამების ტაძარში, პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ყოფილი პრეზიდენტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არმიწვევაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ "მორალური თვალსაზრისით, [ოპოზიციას] არ ჰქონდა მყარი უფლება, ყოფილიყო სამებაში".

"თუ ვინმეს სურდა სამების ტაძარში შემოსვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ამის საშუალება. რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია, არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი. ფორმალური თვალსაზრისითაც, მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად, შესაბამისად, მე ვცდილობ, ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასო მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი და მეორე, მე ვფიქრობ, რომ მორალური თვალსაზრისით, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას. კიდევ გავიხსენებ იმ კამპანიას და კამპანიებს, რომელიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში, ამაში იყო ჩართული პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მთელი რადიკალური ოპოზიცია", - თქვა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics