10:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 11:13:55, 2299 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტს კრისტი ნოემის ნაცვლად დაიკავებს სენატორი რომელიც MEGOBARI ACT-ს ბლოკავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. ამ თანამდებობას ამჟამად კრისტი ნოემი იკავებს, რომელიც მარტის ბოლოს დატოვებს პოსტს. ნოემი, რომელიც მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკას ატარებდა, თანამდებობას იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მინეაპოლისში აშშ-ის ორი მოქალაქის, რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობის სკანდალის ფონზე ტოვებს.

 Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მადლობა გადაუხადა ნოემს გაწეული საქმიანობისთვის, სენატორ მალინს კი „MAGA მეომარი“ უწოდა რომელსაც „სრულყოფილად ესმის ადამიანებს და აქვს სიბრძნე და გამბედაობა, რაც ჩვენი [აშშ] წინსვლისთვისაა საჭირო“.

 მარკვეინ მალინის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

 მალინი წარსულში ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა, 2020 წელს ივანიშვილს პუტინის მოკავშირეც უწოდა. მოგვინებით, სენატორი მარკვეინ მალინი  „მეგობარი აქტის“ მიღებას აფერხებდა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ 2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი იყო იმ ორი სენატორიდან, რომლებმაც ხელი შეუშალეს MEGOBARI ACT-ის ჩართვას აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA).

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics