2026-01-14 19:03:13, 1001 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ირანელი ხალხის მხარდამჭერ აქციაზე კაცმა შეიტყო, რომ აიათოლას რეჟიმმა მისი ოჯახის წევრი მოკლა
თბილისში, ირანის საელჩოსთან, ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, აქციაზე ახალგაზრდა კაცი ცუდად გახდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრი ირანში საპროტესტო აქციებისას მოკლეს.
თბილისში, ირანის საელჩოსთან შეკრებილმა ირანის მოქალაქეებმა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები დაწვეს
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ხამენეის რეჟიმმა აქციებზე, სულ მცირე, 12 000 ადამიანი მოკლა
ავტორი: ექსპრესნიუსი,
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა