17:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 13:24:10, 1800 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანჯელ ტილვარსა და შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ პეტრესკუსს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ქვეყნებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ხოლო თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებული ხელშეკრულება.

"მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ასევე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის სამხედრო განათლების მიმართულებას და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაური მრავალეროვნული სწავლების Dacian Strike 23 - ის საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics