2022-04-26 11:15:27, 1310 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს სასროლეთზე მე-12 ბატალიონის საბრძოლო სროლები გაიმართა
ორფოლოს სასროლეთზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა. სწავლებისას ოცეულები თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ და პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელეს, რა დროსაც სხვადასხვა მანძილზე მათი განადგურება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გეგმიური წვრთნა 2 კვირის განმავლობაში ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ქვედანაყოფის მართვის პროცედურების შესაბამისად თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს და საჭირო უნარ-ჩვევები დახვეწეს. სწავლება ოცეულის დონეზე ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებასა და სინქრონიზებულ მოქმედებას ისახავდა მიზნად.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),