12:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 17:56:46, 889 ნახვა

სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეები მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სოფელს ესტუმრნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სოფელს ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისისა“ და ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ბინადრებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და სხვადასხვა სახის კვების პროდუქტი გადასცეს.

მოხუცები და ბავშვები ჯარისკაცებთან შეხვედრით და საუბრით კმაყოფილები დარჩნენ. ასაკოვნებმა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს, ბავშვები კი ჯარისკაცების ცხოვრებით დაინტერესდნენ და სამხედრო ნაწილებში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა მასპინძლებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პროფესია - ჯარისკაცი სოციალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ქველმოქმედება სამხედროებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებისთვის არა მარტო მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, არამედ, მათი მორალური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics