2020-03-31 18:02:17, 13579 ნახვა
ომი უკრაინაში
ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის, მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაუმჯობესდა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტს სავარაუდოდ დღესვე მოხსნიან ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.
„სტაბილურია ძველი პაციენტების მდგომარეობა, მარნეულიდან 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში, ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ ალბათ საღამოსკენ ასეც მოხდება.
რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც ასევე აპარატზე იყო, მისი პარამეტრებიც გავამარტივეთ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იცვლება, უკეთესობისკენ“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან